teitt
I was in the lounge, I heard you drowning, I finished my tea and scones and came immediately! =))))))
postebi zurgisaakeen !
-
komentarebi
fiqriaa on მუზმუზელა xissunianisaxli on მუზმუზელა zura on თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ? მაიმუნი on თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ? რატომ არის ვიანი დიდ… on ,,მპოვნელის’’ სიხარული ( და ,,… Blogroll
Pages
ablabuda
es chemtvisaa
-
mtvleli
- 9,578 hits
Monthly Archives: June 2009
თავის უფალი
ქართული,ტრადიციული,სადღეგრძელოებდაგეგმილი სუფრები საერთოდ არ მიყვარს. და მაინც, წელიწადში ზუსტად იმდენჯერ, რამდენი ახლო ნათესავიც მყავს, მიწევს ხოლმე ასეთ წვეულებებზე დასწრება. რამდენიმე დღის წინ ჩემს ბიძას 50 წელი შეუსრულდა. როგორ არ ვცადე, თავი დამეძვრინა წასვლისაგან. მის ოჯახში განსაკუთრებით ზეპირად ვიცი სუფრის წევრების … Continue reading
Posted in ჟურნალისტიკა
14 Comments
***
მომინიაღვრდი, რომ გავგონდოლდეთ, ან, თუ გინდა, გავ-ნავ-ვარდეთ. ჩაჩანჩქერებამდე. თუ გავმდორეწყალდით, მერე იქნებ გავდუმფარდეთ კიდეც. სულაც, მოდი, გავმწერიჭამიამცენარდეთ და პეპლები ვყლაპოთ . . . როგორ გგონია, ჩაჩვენსხეულებული პეპლები გადარჩებიან ? თეი კანაშვილი / დავით აბაშიძე (ფოტო)
Posted in პროზა
9 Comments
,,მპოვნელის’’ სიხარული ( და ,,პატაფიზიკური’’ ვიანი )
ერთ მშვენიერ დღეს… _ შემეძლო ასე დამეწყო წერა, რაკი ამბების მოყოლას ასე იწყებენ. მოკლედ იმ მეტ-ნაკლებად მშვენიერ დღეს წერეთლის სახელობის მარადიულად ფანჯრებდამტვერილ ბიბლიოთეკაში ჩვეულებრივ ლიტერატურულ ავხორცობას ვახორციელებდი _ ახლავე აგიხსნით ეს რაცაა: თუ ოდესმე ბიბლიოთეკაში სიარული გყვარებიათ, გეცოდინებათ რა დაბნეულობას … Continue reading
Posted in ჟურნალისტიკა
5 Comments
რეპორტაჟი მუნიციპალური ტრანსპორტიდან
ახლა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. პირველ რიგში პატიოსნად მოვნიშნოთ დრო _ მოქმედება იწყება 10-ს რომ 3-4 წუთი აკლია. მოქმედების ადგილი ცვალებადია. მე-6 სართულის კიბეებიდან რამდენიმე მოასფალტებული გზისა და არცთუ მთლად სუფთა ეზოს გავლით გაჩერებისაკენ მივემართები. დანიშნულების ადგილს დაახლოებით 3 წუთში ვაღწევ. … Continue reading
Posted in ჟურნალისტიკა
5 Comments
გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი
სახლიდან გავედი, მციოდა, მაგრამ მაინც ფეხით გავლა გადავწყვიტე. დოლიძის ქუჩა გავიარე და გზას პეკინისკენ გავუყევი. მსიამოვნებდა სიარული და ამიტომ ჩემთვის ხელსაყრელ სამარშუტო ტაქსებს ყურადღებას არ ვაქცევდი, თითქოს ვერ ვხედავდი. პეკინის ქუჩაც ბოლომდე გავიარე, ახლა თავი ვაჟაზე ამოვყავი, უამრავი ხალხი მიმოდიოდა … Continue reading
Posted in პროზა
4 Comments
მარეანე
მარეანე გუბეში ხშირად ჯდება. შუა ტალახში შედის, მერე გრძელ და სტაფილოსფერ ყვავილს ტალახიანი წყლით ავსებს და ქვებს რწყავს. ქვამ წყალი დალია. მერე გრძელთმიანი ქალები ეძახიან, მოაჯირს დაეყრდნობიან. შავი თმა უმკვეთრებს თეთრ სახეებს. ყველა ერთდროულად აღებს პირს და მარეანეც მათი ბგერებივით … Continue reading