teitt
I was in the lounge, I heard you drowning, I finished my tea and scones and came immediately! =))))))
postebi zurgisaakeen !
-
komentarebi
fiqriaa on მუზმუზელა xissunianisaxli on მუზმუზელა zura on თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ? მაიმუნი on თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ? რატომ არის ვიანი დიდ… on ,,მპოვნელის’’ სიხარული ( და ,,… Blogroll
Pages
ablabuda
es chemtvisaa
-
mtvleli
- 9,578 hits
Monthly Archives: July 2009
ვიცი_ ვიცი
მიყვარს – ჰო ვოცნებობ – ოცნებას ვფიქრობ – ფიქრს მძულს – რაც ძალიან მიყვარს ვნანობ – რომ უკან ვიხევ იმის შიშით რომ ვინანებ კმაყოფილი ვარ -ჰან უკმაყოფილო მენატრება – ვერ მსურს – უჩინმაჩინის ქუდი და მფრინავი ხალიჩა მაღიზიანებს – როცა … Continue reading
Posted in პროზა
5 Comments
ნაბიჯით სინათლისკენ
ისევ იმ ქუჩაზე მივაბიჯებ… …სიბნელეს ერთადერთი განათებული ლამპიონიდან გადმოფრქვეული სინათლე ებრძვის… ვგრძნობ უკან ისევ ვიღაც მომყვება… …ვინ არის? – ამაზე პასუხი არ მაქვს… …რა უნდა? – ვერც ამ კითხვას ვპასუხობ… …დამეწევა?… …არა, ახლა არა..! charizmatic / მიშა გიორგაძე (ფოტო)
Posted in პროზა, ფოტოხელოვნება
7 Comments
lol :))
ვიდეოს ავტორი არ ვიცი, და დიდი ეჭვი მაქვს, არც იქნება ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი –))) მაგრამ ისე თემატურად ერგება წინა პოსტს ლიტერატურულ კაფეზე, არ შემიზლია არ გაჩვენოთ –))
Posted in Uncategorized
4 Comments
ლიტერატურული კაფე ანუ იჭორავეთ რამდენიც გინდათ…
საქართველოში სულ უფრო მეტი აქცია ტარდება იმისათვის, რომ ხალხი წიგნით დაინტერესდეს. იმართება „წიგნის გამოფენა“, იხსნება ე.წ ლიტერატურული კაფეები, სადაც მკითხველებს შეუძლიათ საყვარელი წიგნები და ცხელი ყავით მიღებული სიამოვნება ერთმანეთს შეუფარდონ. თუმცა, დღესდღეისობით ლიტერატურულმა კაფემ საერთოდ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. შუადღემ მოაწია … Continue reading
Posted in ჟურნალისტიკა
12 Comments
მზე–რის ქვეშ
ქუჩაში… მტვერში… დაგდებული ქუდი… და… კიდევ უფრო მიგდებული ადამიანი… ქუდში გაისმის ხურდების როკვის თავდაუზოგავი და “პატრონდაზოგილი” ხმა… ხმა რომლის ტაქტებს შორისაც დიდი პაუზაა… უმრავლესობა ხომ სანამ გაიმეტებს, მანამდე ღმერთის ყურადღებას ამოწმებს… უყურებს…თუ არა… ზემოდან… ამიტომაც… მათხოვრებს ჩვევა აქვთ, არასოდეს უყურონ … Continue reading
Posted in პროზა
5 Comments
გათენდა
გათენდა. ერთად გავიღვიძეთ და მზის სხივების სიმკვეთრე შენი თვალებიდან ვიგძენი. სხვისი თვალებით ხედავდე სამყაროს ესაა ნამდვილი სიყვარულიო და მეც ვხედავ და შენი ვენებდან გადმოღვრილ სითბოსა და ემოციას ვუმკლავდები, იმ სითბოს რომელშიდაც ემბრიონივით მიწევს ცხოვრება. ჩვეულებისამებრ ლოგინშივე ერთად მოვწიეთ სიგარეტი და … Continue reading
Posted in პროზა
7 Comments
სურამის “ციხე”
თვალების გახელა მინდოდა და არ მომცეს უფლება. ჯანდაბაშიც წასულხართ-თქო და მე მაინც ჩემი ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი… შემეშინდა… მოინდომეს ჩემს ფიქრებში ფოთიალი…სცადეს ჩემს აზრებში ხელის ფათური… იბრძოდნენ რომ ჩემი ოცნებები გამოეგლიჯათ ჩემგან… შეურაცხადის ფიქრები, აზრები, ოცნებები… ექსპერიმენტული ნივთი… მათ საკუთრება … Continue reading
Posted in პროზა
2 Comments
თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ?
- მოვიდა. – გამარჯობა, ბავშვებო ფეხზე ავდექით. აინშტაინი- ვარ ბრუნო- აქ ვარ მას, – ნუ ტრიალებ ციბრუტივით, გალილეი- არაა მას, ეგ და კოპერნიკი მეზობლის ქალს უყურებენ დურბინდით. – შენ საიდან იცი, შტირლიცი? – ვიცი, მას, ჩემი თვალით დავინახე. არც ჩეზარე … Continue reading
Posted in პროზა
20 Comments
ინერცია…
ლამპიონები ჩააქრეს.. აგვიანდება.. იჩხუბებს? არა, ჩხუბი არ უნდა, რა აზრი აქვს, მაინც ვერ მოერევა. უკვე მერამდენედ ითვლის გუმბათებს… ავიდა. აქაც ითვლის… ერთი, ორი, ეს მერამდენე საფუნთუშე იხსნება… შიმშილი კიდევ უფრო უმძაფრდება, მაგრამ დღესაც ვერაფერს იყიდის. ითმენს… საეკლესიო მაღაზია… ახსენდება, გახსნისას … Continue reading
Posted in პროზა
6 Comments