თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ?

ჯორჯონე- მოვიდა.
- გამარჯობა, ბავშვებო
ფეხზე ავდექით.

აინშტაინი- ვარ
ბრუნო- აქ ვარ მას,
- ნუ ტრიალებ ციბრუტივით,
გალილეი-
არაა მას, ეგ და კოპერნიკი მეზობლის ქალს უყურებენ დურბინდით.
- შენ საიდან იცი, შტირლიცი?
- ვიცი, მას, ჩემი თვალით დავინახე. არც ჩეზარე და ლუკრეცია ბორჯები მოვლენ, მას, დღეს.
- რატომ?
- სკოლის ეზოში ისხდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს ტუჩებში, ვუთხარი, მოვუყვები თქო მასწავლებელს და არ გვაინტერესებს, მამაჩვენმა იცისო ყველაფერი.
- და ვინჩი, წაგართმევ მაგ თვითმფრინავს იცოდე, შეხვალ მერე დირექტორთან და მასწავლებლები მავიწროვებენო იტყვი.
- ჯუღაშვილი და ჰიტლერი, რა ვერ გაიყავით ამისთანა, გაგონილა, ყოველდღე ასე ხოცავდეთ ერთმანეთს?

- დამწვრის სუნია. ამ დეგენერატს შეხედეთ. სულ გაგიჟდი ბიჭო შენ? გაეთრიე, ნერონი, კლასიდან.
-ვაიმე, ჟანა, შვილო, ძაან დაგეწვა თმა?
- კარებზე ის უზრდელური გამონათქვამები ვინ გააკრა?
- ლუთერი იყო მას, მაგან და რასპუტინმა დალიეს და აურიეს მერე.
- სადაა თვითონ?
- ცუდად გახდა და კალვინმა წაიღო სახლში.
- მაკიაველი სად ბრძანდება?
- მიტინგზეა წასული, რაიმე უნდა შეიცვალოს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო.
- მომკლა მე მაგისმა პოლიტიკურმა მოძღვრებებმა, ვინმემ უთხარით 4 შაბათს მოვიდეს თორემ არ ვაღირსებ ნიშანს.
- ლოტრეკი, ბაირონი და ბარათაშვილი ვერ მოვლენ, მას, დღეს და გთხოვეს არა არ დაგვიწეროს ცნობას მოვიტანთო.
- რა ჭირთ?
- ავარიაში მოყვნენ და ტრავმატოლოგიურში გადაიყვანეს.
- მენდელეევი შემხვდა წეღან დერეფანში, რატომ არაა გაკვეთილზე?
- ქიმიის კაბინეტშია, ეგ და მარია მასწავლებელი(კიური) რაღაც ცდას ატარებენ.
- სისხლის გათეთრებას დამართებს საწყალ ქალს.
- რა გვქონდა გაკვეთილად?
- ამერიკის აღმოჩენა, მას!
- დიოგენე, ჭურში ზიხარ შენ, თუ თავს ისულელებ?
- გამოდი ჩამაბარე გაკვეთილი.
- არ ვიცი მას, თუ გინდათ ამერიკის აღმოჩენას მოგიყვებით.
- გამოდი, გამოდი, რამეს მაინც მომიყევი, დაგიწერო ნიშანი, თორემ აგერ მთავრდება სემესტრი და შეფასება არ გაქვს ჯერ!
- 1492 წელს, 1492 წელს,
- კოლუმბი ჩაიწყვიტე ხმა და ნუ კარნახობ, თორემ ამოგაცლი ენას.
- ესაა ბიჭო ვიციო?
- ჰეროდოტე, გამოდი.
- არ ვიცი მას!
- მერამდენე ორიანს გიწერ არ ვიცი, გამოტენილი ხარ პირდაპირ. რა გახდა ასეთი ეს ისტორია რომ არ სწავლობ? პითაგორამ მითხრა მათემატიკაში საუკეთესოაო და ჩემთან რა გჭირს?
- ბეთჰოვენი. ბეთჰოვენი! ლუდვიგ!
- დიახ.
- დაყრუვდი შე უპატრონო? ან ჩაუწიე მაგ I- პოდს, ან გამორთე. წაგართმევ იცოდე.

- რვეულები ამოიღეთ, ტესტს ვწერთ.

- კარგით რა, მას, რა დროს ტესტია, მთავრდება მალე გაკვეთილი, ვერ მოვასწრებთ.
- შენ ნუ დაწერ, გარიბალდი,  უსაქმური ხარ მაინც, მერე არ გაგიკვირდეს, საშემოდგომო რატომ გამომყვაო.
- კუტუზოვი, დაგაწყდა თვალები სხვის რვეულში ყურებით, შენს თავს მიხედო ჯობია.
- ვწერთ და არა ვიხატავთ ვან გოგი!

- გახსენით პალატის კარი.
- აბა, ჯორჯონე, როგორ ვგრძნობთ თავს?
- მე კარგად ვარ, ჰალლე, მაგრამ ბავშვები არ მიჯერებენ. სულ არ სწავლობენ არაფერს.
- ვინ ბავშვები?
- თქვენ მათ ვერ ხედავთ? გაგიჟდა, ჰალლე, ბავშვებო გაგიჟდა, გიჟი გიჟი!
- წამალი დალიე ჯორჯონე?
- გიჟო, გიჟო, ცადეთ და დამიჭირეთ :P
- მაურო, ხუთი ხაზი გაუკეთე.
- არა, არააა, ჰალლე, გთხოვთ, არაა არაა

დიალოგი კორიდორში ორ შავკანიანს შორის:
- ისტორიის მასწავლებელი იყო. შარშან მოიყვანეს ჩვენთან.
- ეხლა ვხვდები რა კარგია ობოლობა, სკოლაში სიარულს არავინ მაიძულებდა.

გახსენი პალატის კარი მაურო …

გიორგი  (ქეფჩო)  ჭეიშვილი

About teitt

ბლოგი ფოტოგრაფების, მხატვრების, უბრალოდ ხელოვანების, ჟურნალისტებისა და მწერლებისათვის.... ხო, რა თქმა უნდა, მათი შემოქმედების შემფასებლებისათვისაც.... :)
This entry was posted in პროზა. Bookmark the permalink.

20 Responses to თქვენ იცნობთ ჯორჯონეს ?

  1. dat says:

    saaagol qefcho

  2. kalmaxa says:

    genialuria

  3. charizmatic says:

    sagol chei kaia

  4. aivi says:

    me vicnob jorjones

  5. 4 says:

    zaan momewona magram zogierti saxeli ‘wodebitshi unda iyos + bethoveni yru iyo Ipod saidan :D -ვაიმე, ჟანა, შვილო, ძაან დაგეწვა თმა? -)))))

  6. Lovely says:

    Qefcho mikvarxar !!!

  7. qefcho says:

    bethoveni yru iyo Ipod saidan >>> ხოოო? :O

  8. tamuna says:

    originaluria

  9. lol
    ვიანი გამახსენდა რატომღაც =)) რაღა რატომღაც, ვიანისებური დიალოგი იყო, მგონი.

  10. tako says:

    bethoveni namdvilad yru iyo da ise dzaan momecona:)yochag qepcho.

  11. polkovniki says:

    ყოჩაღ ავტორო :) :) :)

    ლოტრეკი, ბაირონი და ბარათაშვილი ვერ მოვლენ, მას, დღეს და გთხოვეს არა არ დაგვიწეროს ცნობას მოვიტანთო.
    - რა ჭირთ?
    - ავარიაში მოყვნენ და ტრავმატოლოგიურში გადაიყვანეს.
    :D :D :D

  12. female says:

    ტაკს :)
    თემა-კარგი
    შესრულება- ნორმალური
    ავტორი-ნიჭიერი

  13. კარგია ქეფჩ. იმენა ბორის ვიანის სტილშია დაწერილი, აბსურდული, შავი იუმორითა და “ტრაგიზმით” აღსავსე.

  14. Jood Tb_parazitka says:

    respect, darling!
    : x

  15. kate_alukard says:

    გენიალურია! გენიალური გენიალური გენიალური!!!!

  16. lanka says:

    magari xar gio sagol martla dzaan momewona. genacvale magari kaci xar :* :* :* getyoba vis xelshic gaq abiturientoba gamovlili :P ;)

  17. carlito says:

    ukve zrdasruli xar:):)

  18. gigin says:

    eee qefCo Sni palatis karic xom ar gaiRo????:D:D:D:D:D

  19. zura says:

    მალადეცცც!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s