გურული მითოლოგია

encient guruliეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტი ვიყავი. სახლი იტალიურ ეზოში მქონდა ნაქირავები.  ერთი პატარა ოთახი იყო,  პატარა მაგიდაზე ამხედრებული “ვეტერანი” სამოვარით, ორიოდ სკამით, გახუნებული ფარდებითა და მონგრეული საწოლით გაწყობილი. ჩემი “ხაზяკა” – თამილა დეიდა კარგი ქალი იყო, თუმცა ამავდროულად მკაცრიც.

ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა. გამოცდები იწყებოდა და ამ გაწამაწიაში ლექციებს ვერ ვაცდენდი, არადა მშრალი ტანსაცმელი თითქმის აღარ მქონდა.

კიბე. ერთი, მეორე, ფეხი მესრიალებს, მესამე და უცბად …… ბოლო.

გურული

ჩვენში პირველი მეთევზე, წყლის სამყაროს რიცხვა – პოსეიდონ დოლიძე, მძიმედ შეიარაღებული დილაუთენია გამოსულა სათევზაოდ. წუხანდელი ღამენათევია და ნაბახუსევს თავი აწუხებს.

- მასპინძელო, მასპინძელო !

- ქალო ჰერა, ჰერა, გამოი გარეთ სტუმარია ჩვენსას.

- მობრძანდი ბატონო მობრძანდი, ასე უნდა დავიწყება?

- არ მეცალა თავად ბატონო, თვარა თქვნი სახლის გზას რა დამავიწყებდა!

ჩვენი სოფლის თავს, ზევსს კაი დიდი სახლი აქვს, საქონელიც ბევრი ჰყავს ამ შეჩვენებულს, თუმცა უყვარს სტუმრიანობა და მასპინძლობაც კაი იცის.

- ჰეფესტო დაკალი ქათამი!

- ჰეფესტო შენი ჭირიმე, მაგ საქმეს რო მორჩები აი სამკაპი გამილესე თვარა მთლად დაბლაგვდა. – ჰერა, ქალო სადაა ბაღანა? ჰერაკლე! მოი შვილო აგერ,

- რამხელა გაძრდილა ყაზილარი, თუ გახსოვარ ბიძიკო მე?

- წაი მამიკო ახლა დიონისე ბიძიასთან და უთხარი, მამამ სამი ჩაფი ღვინო წამეიღოს და წამევიდეს სტუმრებია ჩვენსას თქვა, კიდო მანანა არ გინდა გვაქვს თქვა. მერე წაი ათენას ჯიხურში და ორი კვერცხი თუთუნი წამეიღე.

- ახლავე ბატონო, ახლავე გავშლი სუფრას. შე კაცო გადგი აი ჯორკო გაღმა, თვარა დავეცი და ესაა.

ამოზელილი ლობიო, ჭადი, ყველი, ახლად მოკრეფილი წიწმატი, კაი ღვინო და რაღა უნდა ინატროს კაცმა დილაუთენია.

- ავგია, ავგია გეიღვიძე შე გლახა.

- რა გაყვირებს ქალო, გეეშვი ელანძე ეძინოს,

- ხო გეეშვი და იმ შენმა ყაზილარმა ასე რო ააბდლებ, წყალი დატოვა მოშვებული, ქე წაულეკავს მთელ თავლას ამ საცოდავს.

- აფროდიტე სადაა?

- დედა მომკლა მაგან ნერვიულობით, ვინცხა აპოლონია, იმას გადაეყარნენ ეგ და მისი მეგობრები, მუზები ვართ ჩვენო და ქე სდევენ უკან.

ზევსმა დამინახა.

- რას ჩამომდგარხარ ბიძიკო მანდ , მოი აგერ დავლიოთ თითო!

- მადლობა ბატონო, მარა არ ვსვამ მე, ვუპასუხე ხის ღობესთან ატუზულმა.

დიონისე გამოჩნდა, ხელში ტიკი უჭირავს და ბანცალით მოუყვება ორღობეს. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ მე გამომხედა, მერე “ძმა ბიჭებს” მიუბრუნდა და იკითხა: – რა ჭირს ამ აბდალას, რეიზა გვიყურებს შორიდან? – გეეშვი, სულ დაგლახდა და გადეირია იმ ქალაქში! აბა, მშვიდობას გაუმარჯოსო, თქვა ზევსმა, სისხლივით წითელი ადესათი წვერ-ულვაში შეიღება და ოთხად “დაკეცილი”, მარილში ამოვლებული წიწმატი პირისაკენ გააქანა. პირველ ჭიქას მოჰყვა მშობლების სადღეგრძელო – კრონოსის თამადობით, წარსულების – ჰადესის სახით, სიცოცხლის – ჰერაკლესა და აფროდიტეს, ხოლო გაჭირვებულების – პრომეთეს თამადობით. ამის შემდეგ, კარგა შებჟუებულებმა მრავალჭინრნახული ოლიმპოს სადღეგრძელო დალიეს განსხავებულებით და თვითაღიარებული სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ოლიმპოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისას არესის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ცხარედ იკამათეს. პოსეიდონმა კრიმანჭული შემოსცხო, აჰყვა ზევსი, დიონისეც, არემარე გაიყურსა და ღრმად მოხუცებულმა, მარად ქალწულმა ჰესტიამ ისიც დასძინა, “ თქვენმა ნენამ გეიხაროსო!” ბოლოს სამივე ფეხზე წამოდგა, ერთხმად შესვეს დაშლა-არმოშლის (ისე მაგენს რა მოშლის, დიონისემ ყოველდღე თუ არ აიმეივსო ის დასამიწარი მუცელი და არ გეილეშა, რა დააყენებს წყნარად.) სადღეგრძელო, მერე პოსეიდონა ლოთი მე გადამკიდეს ზურგზე და სახლამდე მიმატანინეს.

Zeusვიღაც მიტყაპუნებდა სახეზე ხელს, ყურებს მიზელდა სველ ჩვარს შუბლზე მისვამდა. როგორც ჩანს თამილა დეიდა კარგა გვარიანად შემიშინებია.

დღეს გამოცდა მაქვს. ტანსაცმელი თითქმის გაშრა, თუმცა ფეხსაცმელები ისევ სველია და ჭყაპა-ჭყუპით შევდივარ გამოცდაზე. ავიღე ბილეთი: ბერძნული მითოსის ღმერთები და თქმულებები; ვიფიქრე კაცი გურულ მითოლეგიაში რომ გეერკვევა ის ბერძნულს კი არა ყოლიფერს ჩააბარებს თქვა, მარა თქვენც ნუ მომიკვდებით, გავედი საპასუხოდ და დევიწყე გუშინდელი ამბების მოყოლა:დიონისე, ჩამოყალიბებული ლოთია ვუთხარი, დეედთრევა ზეით-ქვეით და სადაც გაწყობილ სუფრას დეინახავს დაჯდომას ვერ დაასწრებს ვერაკაცი, ზევსი, ზევს რა უჭირს ქე ყავს უკვე ცოლ-შვილი და აწი რა ადარადებს, პოსეიდონ დოლიძე კიდო ამ ბოლო დროს იმდენს სვამს სახლში ვინმემ თუ არ წეიღო თავის ფეხით ვერ მიატანს თქვა. საშემოდგომო გამომყვა. “სოფელში საქმე ვერ ნახეთ ახალგაზრდავ? არაა აუცილებელი ყველა დიპლომიანი გამოვიდეს, წადით ეხლა და ეგ ზღაპრები ბავშვებს მოუყევით”, მომაძახა სათვალიანმა.

გურულებს აბდლებს რომ გვეძახდნენ მაი ამბავი ქე ვიცოდი და მწყინდა კიდეც, მარა მითოლოგიაც ასე გააბდლებული თუ გვქონდა არ ვიცოდი, თვარა რაფერ მევიჭრიდი თავს საერთაშორისო მასშტაბით! თამილა დეიდას დავემშვიდობე, სადგურში წავედი, ბილეთი ვიყიდე ჩოხატაურის მატარებელზე, დასველებული პაპიროსი მოვწიე და კუპეში შევედი. ავძვერი “მეორე ეტაჟზე”, გაზეთი გადავიფარე სახეზე, გურიამდე დიდი გზაა, ცოტას თვალს მოვატყუებ თქვა ვიფიქრე. კუპეში ვიღაც შემოვიდა. არ განვძრეულვარ. ცოტა ხანში ფურცლების შრიალის ხმა გავიგონე.

- “ავტორუჩქა” არ გაქვენ?

კუპეში სათვალეებიანი იჯდა.

გიორგი (ქეფჩო) ჭეიშვილი

About teitt

სინდისი მქენჯნის უადგილო აღსარებისთვის და უმიზეზო სიცილს ვგავარ დედის გლოვისას, ისე მრცხვენია, თითქოს კაბით მობანავეებს, მე შევერიე ერთადერთი დედიშობილა. !! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in პროზა. Bookmark the permalink.

5 Responses to გურული მითოლოგია

  1. xissunianisaxli says:

    ჰაჰაჰაჰა, აუუუ რამდენი ვიცინეეეეეე ))))))))))))

  2. dato says:

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტორი არის გურული,რომელიც გურიაში “გავლით” არის ნამყოფი,კარგია :)

  3. zurriuss says:

    რაღა დავამატო :) :) :) :)
    უი, ხო, გურულის ეგ ბიუსტი მერაბ ბერძენიშვილის გაკეთებულია ;)

  4. კეთილო says:

    გეიხარე ძამაააა, კეთილი ნაწერია, ვიხალისე საკაიფოთ. ისე, მეც დამიტიეს მაი საგანი და მაგის გამო სხვა საგნის გავლა მომიხდა დამატებით :) )))))))))) ხოოო, შენს ადგილზე კუპის კარს ჩავკეტავდი და სანამ პრავადნიკი სემევიდოდა, მაგარს დავწიხლავდი “სათვალიანს” რააააააა! მე ქალი ლექტორი მიკითხავდა და მაგი “სიამოვნება” ვერ გამოვცადეეეე :( (((((

  5. ლიაკო says:

    ” ცუდად” გვახდი სიცილისგან

    შენ გეიხარე შენ–––––––

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s