გათენდა

გათენდა. ერთად გავიღვიძეთ და მზის სხივების სიმკვეთრე შენი თვალებიდან ვიგძენი. სხვისი თვალებით ხედავდე სამყაროს ესაა ნამდვილი სიყვარულიო და მეც ვხედავ და შენი ვენებდან გადმოღვრილ სითბოსა და ემოციას ვუმკლავდები, იმ სითბოს რომელშიდაც ემბრიონივით მიწევს ცხოვრება. ჩვეულებისამებრ ლოგინშივე ერთად მოვწიეთ სიგარეტი და შემდეგ ავდექით. რაღათქმაუნდა ერთად მოვიმზადეთ ყავა და მივირთვით. ყავა როგორც ყოველთვის ეხლაც არაჩვეულებრივი გამოგვივიდა, მაგრამ ამ მშვენიერ დილას ის სევდის მინარევი აუფერულებს რომელიც შენი თითების შეხებიდან ჩემს სამყაროს გადმოეცემა. წინასწარ დაგეგმილი დღის განრიგის თანახმად დავჯექით სარკესთან და თავის მოწესრიგება დავიწყეთ. ერთ სარკეში, ერთი სავარცხლით და იმ იმედით რომ ოდესმე შენ დაგემგვანები, დაგემგვანები იმდენად რომ შენგან განცალკევებაც კი მომიწევს. ესეთი სევდიანი არასოდეს მინახავს შენი თვალები, თვალები რომლებიც თითქოს საკუთარ თავს თხოვენ პატიებას. კიდევ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიეთ ერთად. დღეს რაღაც ძალიან ბევრს ვეწევით და არად ვაგდებთ იმ მახვილგონიერ განცხადებებს, რომლებიც L&M-ს კოლოფებზე გვხდება და ჩვენდაუნებურად გვაიძულებს რომ შეგვებრალოს არა საკუთარი ჯანმრთელობა არამედ ის ინიციატორი, რომელიც ესეოდნ გამოირჩევა შემოქმედობითობით. ამის შემდეგ ერთად გამოვედით სახლიდან და საავადმყოფოსკენ წავედით. ქუჩაში ყველა ყურადღებას გვაქცევდა და თბილი თვალებით გვიყურებდა, განსაკუთრებით კი მე. ამ ჩემსკენ მომართულ, სითბოთი სავსე, აცრემლებულ თვალებს რომ ვხედავ თავს საზოგადოების არასრულფასოვან წევრად მივიჩნევ. მაგრამ ესეც გავიარეთ. აი საავადმყოფოშიც ერთად შევედით. ნერვიულობდი და რადგანაც საავადმყოფოში მოწევა აკრძალულია ფრჩხილებს იკვნეტდი. ნერვიულობა მეც გადმომდე, მაგრამ ფრჩილების კვნეტას ჯერ ვერ მიმაჩვიე. აი ექიმის კაბინეტშიც შევედით. გტკიოდა, მეც მტკიოდა, ტიროდი და მეც ვტიროდი. შემდეგ ადექი, ცრემლები მოიწმინდე და უკანმოუხედავად გაიქეცი. წახვედი და… მე კი იქ დამტოვე სულ მარტო…. მე კი მხოლოდ სიცოცხლე მინდოდა, დედა!pregnant

Otar sheklashvili

About teitt

სინდისი მქენჯნის უადგილო აღსარებისთვის და უმიზეზო სიცილს ვგავარ დედის გლოვისას, ისე მრცხვენია, თითქოს კაბით მობანავეებს, მე შევერიე ერთადერთი დედიშობილა. !! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in პროზა. Bookmark the permalink.

7 Responses to გათენდა

  1. tamuna says:

    kargia

  2. charizmatic says:

    yochag
    arada tavidan sul sxva temaze megona
    dz kargad gaq dawerili

  3. dat says:

    dzirs aborti 😀 😀 😀

    aha gagixarda ? ? ?

    oto shen geubnebi 😀

  4. aivi says:

    ოთო, მართლა არ ველოდი ასეთ ნაწერს.

    ასე ინტიმურად და გრძნობადად… სადღაც სისხლის თერმული აღწერილობა იგრძნობა თითქოს … ხელი ვინმეს გულზე ან მაჯაზე რომ გიდევს და ხორცის ფენების მიღმა პულსის ნაზ ფეთქვას გრძნობ ისეთი რამეა.

    გამაოცე კაპიტან!

  5. otto says:

    gaixaret 🙂 gamexarda.. ani eset shefasebas ar velodi 🙂

  6. Morrissey says:

    erti komentari chemi blogis saxelitac 😀 haaaah 😀

  7. polkovniki says:

    აბორტის საწინააღმდეგო პოსტი :)))

    აბორტი რომ აკრძალული იყოს, ალბათ ასე დამთავრდებოდა: “დედა საავადმყოფოში კი არა ვინმე ცრუმეანთან წავიდა, რომელმაც არაპროფესიონალურად გაუკეთა აბორტი და დედაც ზედ მიაყოლა”.

Leave a comment